გაზაფხულის ნიშნად

გაზაფხულის ნიშნად

Thursday, May 20, 2010

Just Say Hello!

მოგესალმებით ჩემი იდუმალი სამყაროდან! რატომ იდუმალი?- რა ვიცი აბა, მე თვითონ ვერ გამიგია, ხშირად რა მინდა, უბრალოდ ვიცი ერთი, უსაზღვროდ, უსაზღვროდ მიყვარს სიცოცხლე. ეგეც შეღავათია ჩემთვის. :) მოკლედ ასე აბდა-უბდა ლაბირინთებში დავიარები ჩემი ცხოვრების გზაზე. დავდივარ, დავეძებ, რას?- რა ვიცი აბა, ხან რას და ხან რას.
ახლა ეს ბლოგი ამოვიკვიატე, ამოვიკვიატე რაა, 1 წელია ვფიქრობ. ისე ცოტა დიდ ხანს მოვანდომე ფიქრი. ხანდახან ესეც არის. ხანაც წამებში ვიღებ გადაწყვეტილებებს. მოკლედ ცხოვრების ლატარეას ვთამაშობ. ხან მიმართლებს, ხანაც არა- აბა ყოველთვის ხომ არ ამოვიღებ მომგებიან ბილეთს.
ჰოდა, კეთილი იყოს ჩვენი პირველი შეხვედრა ჩემო მკითხველო. ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს!

No comments:

Post a Comment